თერჯოლა და აბაშა - "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები ამჯერად ამ ორ ქალაქში მიმდინარეობს. თერჯოლის ცენტრში ადგილობრივები და ცნობილი არტისტები არიან შეკრებილები. ისმოდა მმართველი პარტიის მხარდამჭერი მოწოდებები და გზავნილები - "მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსებით ევროპაში".
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები დაახლოებით ერთი თვეა მიმდინარეობს რეგიონებში. ღონისძიებები ეტაპობრივად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.