18 სექტემბერი 2024,   06:17
ვრცლად
ბუდაპეშტში ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი

ბუდაპეშტში ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი.

ქვეყანა ღონისძიებაზე ოთხი დღის განმავლობაში ქართული ღვინით, გასტრონომიით და კულტურული პროგრამით იქნება წარმოდგენილი.

ქართულ სივრცესთან უცხოელ ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ ქართული ღვინის ნაირსახეობა და დაესწრონ ქართული ღვინის მასტერკლასებს. სტუმრები ასევე გაეცნობიან საქართველოს ტურისტულ პოტენციალს.

 
დღის ამბები