18 სექტემბერი 2024,   06:34
ვრცლად
"საკვირველია ასეთ ტიპის განცხადება, თითქოს კომპენსაციები არ მიუღიათ, საბანკო გადარიცხვების დოკუმენტები არსებობს" - "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის" იურისტი

შუქრუთის მოსახლეობის ერთი ჯგუფი პარლამენტთან აქციას განაგრძობს და კომპანია "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიისგან" საკომპენსაციო თანხების ჩარიცხვას უარყოფს.

აქციის რამდენიმე მონაწილე აცხადებს, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნით მემორანდუმით გათვალისწინებული თანხები არ მიუღიათ.

თავის მხრივ, კომპანიამ გაასაჯაროვა დოკუმენტაცია და გადარიცხვის ქვითრები, სადაც ჩანს, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს პირად ანგარიშზე კომპენსაციის სახით ათი ათასობით ლარი აქვთ ჩარიცხული.

მადნის მომპოვებელი კომპანია ადგილობრივების ერთ ჯგუფს სიცრუეში ადანაშაულებს და თანხების გამოძალვის მცდელობაზე საუბრობს.

"საკვირველია ასეთ ტიპის განცხადება, როდესაც საუბრობენ, თითქოს, მიღებული კომპენსაციები არ მიუღიათ. ამასთან დაკავშირებით საბანკო გადარიცხვების დოკუმენტები არსებობს, მანამდე მთელს სოფელთან მემორანდუმია გაფორმებული. სამართლებრივად, ამას დანაშაულის დაბრალებაც ჰქვია, როდესაც იძახი, რომ ყალბ დოკუმენტებს წარმოაჩენს კომპანია. ადამიანურ ენაზე კი, ძალიან დიდი ტყუილი ჰქვია. თუ ვინმეს უმტკიცებენ, რომ ყალბი დოკუმენტებით ედავებიან, არსებობს გამოძიების დაწყების შესაძლებლობა. გამოძიება მარტივად დაადგენდა და გასცემდა ამ კითხვას პასუხს, წარმოადგინა თუ არა ყალბი დოკუმენტები კომპანიამ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი ამას არ იზამენ, რადგან ეს თანხები მიღებული აქვთ.

შევაფასებდი, როგორც გამოძალვის მცდელობას, იმიტომ რომ სხვა რამეს ვერ დაარქმევ, როდესაც არაკანონიერი გზებით, არასამართლებრივი გზებით, კომპანიის საქმიანობის ხელშეშლის გზით, პიკეტირებით, ზიანის მიყენებით ცდილობ შეიქმნა შენი თავისთვის უკეთესი პირობები, რომლის არანაირი წინაპირობა არ გაგაჩნია და არ გეკუთვნის", - განაცხადა "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის იურისტმა", გიორგი ყავლაშვილმა.

დღის ამბები