18 სექტემბერი 2024,   06:33
ვრცლად
წარმომადგენელთა პალატა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიმართავს

წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიმართავს და ითხოვს დოკუმენტაციის გადაცემას, რომელიც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, ტიმ უოლცის თანამშრომლობას ჩინეთთან.

კომიტეტის ხელმძღვანელს სურს დაადგინოს, რა მიზნით ჩადიოდა კამალა ჰარისის ვიცე- პრეზიდენტობის კანდიდატი ჩინეთში. ირკვევა, რომ უოლცი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობდა და ჩინური ორგანიზაციებისთვის მილიონობით დოლარის გადარიცხვას უწყობდა ხელს.

კომიტეტში აცხადებენ, რომ ფედერალურ ბიუროს ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა უწყებამ ინფორმაცია მათ არ მიაწოდა და ვადებიც დაარღვია.

დღის ამბები