18 სექტემბერი 2024,   06:33
ვრცლად
არჩილ გორდულაძე ეკა გიგაურის გამოსვლაზე: "როგორც ის ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდა, ისე ახლაც, არის ტყუილი"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ გორდულაძე აშშ-ის სენატში, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის გაკეთებულ განცხადებებს ტყუილს უწოდებს.

მისივე თქმით, საქართველო აშშ-თან პარტნიორულ ურთიერთობებს უფრთხილდება, ამიტომ იქ გაკეთებულ განცხადებებზე ჩაღრმავებას არ აპირებს.

"რაც შეეხება ქალბატონ ეკა გიგაურს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს - როგორც ის ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდა, ისე ახლაც, არის ტყუილი და მიზანმიმართულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია დააზიანოს, ჩვენი ქვეყანა გააშავოს.

განცხადებებს აღარ ჩავუღრმავდებით, რადგან ვუფრთხილდებით იმ დამოკიდებულებებს, რაც საქართველოს გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, ნებისმიერი ის განცხადება, რომელიც კეთდება საზღვარგარეთ, შეიძლება ქართველი ხალხის მიერ იყოს აღქმული, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, გავლენის მცდელობა წინასაარჩევნო კამპანიაზე, რაც ჩვენთვის ძალიან გულდასაწყვეტია.

26 ოქტომბერს ნამდვილად, ღირსეულად გასცემს ქართველი ხალხი პასუხს ყველა იმ ბრალდებას და ტყუილს, რაც ჟღერდება სხვადასხვა პლატფორმაზე," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ამავე თემაზე: ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა, წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია - ირაკლი კობახიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები