18 სექტემბერი 2024,   06:22
ვრცლად
პეპლების ქურდები 200 000 დოლარით დააჯარიმეს

იტალიელი მამა-შვილი ასობით ენდემური მწერის, მათ შორის, 92 სახეობის პეპლის ქურდობის მცდელობის გამო, 60 მილიონი შრი-ლანკური რუპიით, ანუ 200 000 დოლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ BBC წერს.

მწერებით სავსე ავტომობილის საბარგული იალას ეროვნული პარკის რეინჯერებმა იპოვეს. ყველა მწერი დახოცილი იყო.

68 წლის ლუიჯი ფერარი და მისი 28 წლის ვაჟი მატია, 8 მაისს დააკავეს. ისინი, სექტემბრის დასაწყისში მწერების უკანონო შეგროვებისა და ტრანსპორტირებისთვის გაასამართლეს და ველური ბუნების დაზიანებისთვის ყველაზე მაღალი ჯარიმა დააკისრეს. თუ ისინი 24 სექტემბრამდე ჯარიმას ვერ გადაიხდიან, ორწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები