18 სექტემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ცესკო ამომრჩევლებს მოუწოდებს საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადაამოწმონ, რათა გაიგონ, სად უნდა მისცენ ხმა

ცესკო ამომრჩევლებს მიმართვას და მოუწოდებს საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადაამოწმონ, რათა გაიგონ, სად უნდა მისცენ ხმა. ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოქალაქეებს მონაცემების გადამოწმების არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურის და სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით. 

"ამომრჩეველთა ნაწილს, ამ არჩევნებზე, ხმის მიცემა გასული არჩევნებისგან განსხვავებულ ლოკაციაზე მოუწევთ. წელს პირველად, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მონაცემების გადამოწმებას ცესკოს ახალი მობილური აპლიკაციის საშუალებით სთავაზობს. ამ სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia – Cesko, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოთ თქვენ და ოჯახის წევრების მონაცემებს.

იურიდიული მისამართისა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მქონე პირებმა ცვლილების განხორციელების მიზნით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს, ხოლო იძულებით გადაადგილებულმა პირმა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების მიზნით - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, დაგვიკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე - 2 51 00 51." - აცხადებენ ცესკოში.

 

დღის ამბები