06 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი ისევ დაბომბა, არიან დაღუპულები - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე

ფრონტის ხაზი უცვლელია უკრაინაში. რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი ისევ დაბომბა. დაღუპულია 3 ადამიანი. შეტევა იყო ოდესაზეც. დაიღუპა ცოლ-ქმარი და დაშავდა ერთი ადგილობრივი ქალი. შეტევა იყო ხარკოვზეც. უკრაინა, თავდაცვასთან ერთად, თავდასხმასაც აგრძელებს.

"მე ველაპარაკე მეთაურ სირსკის, ფრონტის ხაზთან დაკავშირებით. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას დონეცკში, რაც არ უნდა რთული იყოს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესს - მშვიდობასთან დაახლოებას. ჩვენ ვახორციელებთ ზეწოლას რუსეთზე და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომი იგრძნოს იქ, საიდანაც უკრაინაში შემოიტანეს," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთში აცხადებენ, რომ, ღამით, რუსეთს 29 უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა. რუსეთმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კიდევ 1 170 მებრძოლი დაკარგა.

დღის ამბები