ხალხმრავალია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრები რუსთავში, სადაც რუსთავის მერი, რუსთავისა და გარდაბნის დელეგატთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს ქალაქის სხვადასხვა უბანში მართავს.
რიგით რუსთაველებთან ერთად, "ქართული ოცნების" შეხვედრებზე ცნობილი სახეებიც იკრიბებიან.
პოლიტიკოსებთან სასაუბროდ გამოსული რუსთაველები, ქალაქის მომავალი განვითარების გეგმას მათთან ერთად განიხილავენ და ამბობენ, რომ, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ქვეყნის სტაბილური განვითარების გაგრძელების იმედი აქვთ.