"შავი ზღვის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის" ფარგლებში, რიგით მეხუთე საკონცერტო საღამო გაიმართა.
მაყურებლის წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, "აფხაზეთის" ფოლკლორულ მოტივებზე აგებულ კონცეპტუალურ პროგრამა სახელწოდებით "ქორეონიკონი" წარდგა. ის, ქორეოგრაფიული ქრონიკების სახით, საქართველოს ისტორიას, ადათ-წესს, ზნე-ჩვეულებებსა და ხასიათს განასახიერებს.
საღამოს მხარდამჭერი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
"შავი ზღვის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი" ზღვისპირა ქალაქში ტრადიციად იქცა. წელს ფესტივალი მე-11 ტარდება.