09 აგვისტო 2026,   06:05
ვრცლად
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის საბურთალოს დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს სწავლის დაწყება მიულოცა

საბურთალოს რაიონში არსებულ, 112-ე საბავშვო ბაგა-ბაღში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საარჩევნო სიის საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე ესწრებოდნენ.

საბურთალოს დელეგატმა აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„მინდა მივულოცო 112-ე ბაღის ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება. ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ბავშვს სკოლაში და ბაგა-ბაღში მივულოცო სასწავლოს წლის დაწყება. მინდა ვუსურვო მშვიდობიან, ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრება, მათ ცხოვრებისეულ გზაზე დიდი წარმატებები,“ - აცხადებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი.

დღის ამბები