19 სექტემბერი 2024,   21:33
ვრცლად
ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული პირები სასამართლოს წინაშე უახლოეს პერიოდში წარდგებიან

ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე გუშინ დაკავებული პირები სასამართლოს წინაშე უახლოეს პერიოდში წარდგებიან. პროკურატურის ინფორმაციით, საერთო ჯამში, სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. აქედან სამი - თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებითაა დაკავებული, კიდევ ორზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

პროკურატურის ინფორმაციის, ორივე დავით კეზერაშვილის უახლოესი პირია.

საქმე ეხება გერმანიის, სლოვენიისა და სლოვაკეთის მოქალაქეებისთვის, 3 წლის განმავლობაში, 3 მილიონზე მეტი ევროს თაღლითურად გამოძალვას.

პროკურატურის მტკიცებით, თანხის ნაწილი კეზერაშვილების პირად საბანკო ანგარიშებზე ჩაირიცხა.

დღის ამბები