13 ოქტომბერი 2024,   01:07
ვრცლად
სავალდებულო საგნებთან ერთად პროფესიული განათლება - ახალმა პროფესიულმა სასწავლო პროგრამამ მოზარდები უკვე დააინტერესა

სავალდებულო საგნებთან ერთად პროფესიული განათლება - ახალმა პროფესიულმა სასწავლო პროგრამამ მოზარდები უკვე დააინტერესა. შევსებულია ყველა ჯგუფი. მე-11 კლასელებს შესაძლებლობა აქვთ თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ გარემოში დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას, სურვილის შემთხვევაში ორს, არჩევანი დიდია. ორ წლიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ინტეგრირებულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

საქართველოს მასშტაბით პროფესიული სწავლება საპილოტე რეჟიმში 20 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. პროგრამით 6 ძირითადი პროფესიაა გათვალისწინებული. მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ მომავალში ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე დასაქმდნენ. კურსის დასრულების შემდეგ მიიღებენ, როგორც ზოგადი განათლების დამადასტურებელ ატესტატს, ასევე პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომს.

დღეს განათლების მინისტრი პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა. გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების ინტეგრირების მიმართულებით ახალ ხედვასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალში მოსწავლეებისთვის დამატებით სხვა პროგრამების შეთავაზება იგეგმება.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს საჯარო სკოლების ნაწილში უკვე მიმდინარეობს. მოსწავლეები მომავლის პროფესიებს ეუფლებიან.

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები