22 სექტემბერი 2024,   13:35
ვრცლად
საქართველო-მილანის ვარსკვლავების დაპირისპირება თბილისში - ლეგენდების შეხვედრას გულშემატკივარი განსაკუთრებული ოვაციით შეხვდა

ფეხბურთის ლეგენდების შეხვედრას, გუშინ გულშემატკივარი განსაკუთრებული ოვაციით შეხვდა. საქართველო-მილანის ვარსკვლავების დაპირისპირება ძირითად დროში ანგარიშით 2:2 დასრულდა, ამის შემდეგ კი პენალტების სერია დაინიშნა.

გამარჯვება საბოლოოდ "მილანის" ლეგენდების ნაკრებმა მოიპოვა, შეხვედრა კი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი დემეტრაძის გოლით გაიხსნა. მეორე ნახევარში კი სტუმრებმა სხვაობის გათანაბრება შეძლეს, თუმცა 66-ე წუთზე საქართველოს ნაკრები დავით სირაძის გოლით ისევ დაწინაურდა. საბოლოოდ კი შეხვედრის ძირითადი დრო 2-2 დასრულდა.

ქართველმა გულშემატკივარმა ლეგენდარული ფეხბურთელების ნახვა სწორედ "ლეგენდების სერიის“ რიგით მეორე მატჩის ფარგლებში შეძლო.

დღის ამბები