22 სექტემბერი 2024,   14:14
ვრცლად
თელავში ელისო ვირსალაძის მიერ დაფუძნებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 40 წლის იუბილეს აღნიშნავს

თელავში, დიდი ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის მიერ დაფუძნებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 40 წლის იუბილეს აღნიშნავს.

პირველ საფესტივალო საღამოს მსმენელის წინაშე წარდგნენ ვირტუოზი მევიოლინე სვეტლინ რუსევი, სახელგანთქმული პიანისტი, ანდრეა ლუკეზინი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, არიელ ცუკერმანის დირიჟორობით.

საიუბილეო ღონისძიებები თელავში 29 სექტემბრამდე გასტანს და ელისო ვირსალაძის კონცერტით დასრულდება.

დღის ამბები