23 სექტემბერი 2024,   15:17
ვრცლად
მამაკაცი სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, თუმცა ტყვია მის მეგობარს მოხვდა - შემთხვევა სიღნაღში მოხდა

სიღნაღში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტი ქედელის დასახლებაში ერთ-ერთ აგარაკზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, თუმცა ტყვია შემთხვევით მის მეგობარს მოხვდა.

კაცს დაზიანებები გულმკერდის არეში ჰქონდა. ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა მისი დარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. დამნაშავე დაკავებულია.

დღის ამბები