24 სექტემბერი 2024,   00:19
ვრცლად
პირველი მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან - გოგა ჯაჯვანი ბრინჯაოს პრიზიორია

პირველი მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან - გოგა ჯაჯვანი ბრინჯაოს პრიზიორია.

ესპანეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით 2 წევრი ასპარეზობს.

ატაცში გოგა ჯაჯვანმა 150 / 155 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ძალოსანმა მედალთან ერთად საქართველოს სარეკორდო ზღვარი 5 კილოგრამით გააუმჯობესა.

მსოფლიო ფიცარნაგზე ლევან ოჩიგავამ 145 / 149 კგ. დაძლია და მე-8 ადგილზე გავიდა. შეჯიბრი რამდენიმე წუთში აკვრაში დაიწყება.

დღის ამბები