24 სექტემბერი 2024,   11:22
ვრცლად
რუსთავში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება - სრულდება ტაშკენტის ქუჩის მოწყობა

რუსთავში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება - უკვე სრულდება ტაშკენტის ქუჩის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, განახლდა 570 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთი. აქტიურად მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება.

მოეწყო ახალი ტროტუარები, საპარკინგე ადგილები, ახალი სანიაღვრე ქსელი, გარე განათება და სარწყავი სისტემა.

რუსთავში სხვადასხვა საგზაო სამუშაო პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს 8 ლოკაციაზე, 39 ლოკაციაზე კი უკვე დასრულებულია.

დღის ამბები