24 სექტემბერი 2024,   13:09
ვრცლად
ისრაელმა, შესაძლოა, ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს

ისრაელმა, შესაძლოა, ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. ოფიციალური განცხადება გაკეთებულია. თელ-ავივი ლიბანის მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს, საზღვართან კი სრულ მზადყოფნაშია ისრაელის სახმელეთო არმია. ისრაელის დარტყმებს ლიბანში 492 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 35 ბავშვია. დაჭრილია 1 645 მოქალაქე.

ისრაელმა ლიბანში ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლას" ათასზე მეტ სამიზნეს დაარტყა. საპასუხოდ "ჰეზბოლამ" ლიბანიდან, ისრაელის მიმართულებით, 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. 

დღის ამბები