25 სექტემბერი 2024,   02:31
ვრცლად
კორეელმა მამაკაცმა აღიარა, რომ შეყვარებული მოკლა და ცემენტის ქვეშ დამარხა

სამხრეთ კორეაში, მამაკაცმა აღიარა, რომ შეყვარებული მოკლა და მისი ცხედარი ცემენტის ქვეშ დამარხა. 50 წელს გადაცილებული მამაკაცი ჰყვება, რომ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოხდა, შემდეგ კი მან შეყვარებულს ცხედარი ჩემოდანში მოათავსა და აივანზე, აგურისა და ცემენტის ფენის ქვეშ დამარხა.

ქალი 16 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, სანამ მისი ცხედარი ხელოსანმა არ აღმოაჩინა, რომელიც აივანზე სამუშაოებს ბურღით ატარებდა.

ჩემოდანში აღმოჩენილი ცხედრის ექსპერტიზის შემდეგ დადგინდა, რომ ის ნამდვილად 2008 წელს გაუჩინარებულ ქალს ეკუთვნოდა, მისი სიკვდილი კი თავში ბლაგვი საგნის მოხვედრამ გამოიწვია.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი აღნიშნულ ბინაში 2016 წლამდე ცხოვრებას აგრძელებდა, სანამ ის ნარკოტიკების მოხმარების გამო არ დააკავეს. ამის შემდეგ, მამაკაცმა ბინა დაცალა და მხოლოდ ნივთების შესანახად იყენებდა.

მამაკაცი დაკავებულია და მას მკვლელობის ბრალდებით გასამართლება ელოდება.

წყარო: BBC

დღის ამბები