25 სექტემბერი 2024,   01:15
ვრცლად
რუსეთში მთვრალმა ბლოგერმა შემთხვევითი გამვლელი ცემით მოკლა

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, მთვრალმა ბლოგერმა რუსლან იამბიკოვმა, რომელიც სანაპიროზე ისვენებდა, შემთხვევითი გამვლელი ცემით მოკლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, ბლოგერი კი დაკავებული.

პოლიციის ინფორმაციით, მთვრალი ბლოგერი ვოლგოგრადის ოლქში, ტრაქტოროზავოდის რაიონში სანაპიროზე ისვენებდა, რა დროსაც შემთხვევით გამვლელთან კონფლიქტი მოუვიდა და სახეში 3-ჯერ დაარტყა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ბლოგერი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

დღის ამბები