ხობსა და ზესტაფონში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები გაიმართა.
სამეგრელოსა და იმერეთში ჩავიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი არტისტებიც, რომლებიც სცენიდან მოქალაქეებს მიმართავდნენ და 26 ოქტომბრის არჩევნებზე მმართველი ძალის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.
ღონისძიებაზე ისმოდა "ოცნების" მხარდამჭერი ლოზუნგებიც.