25 სექტემბერი 2024,   02:30
ვრცლად
NASA-მ მარსზე იდუმალი ქვა აღმოაჩინა, რომელიც აქამდე არასდროს უნახავთ

NASA-ს ყველგანმავალმა Perseverance-მ მარსზე იდუმალი "ზებრა ქვა" აღმოაჩინა, რომლის მსგავსიც სააგენტოს არასდროს აღმოუჩენია. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

შავ-თეთრ ზოლიანი კლდის ნატეხი მარსზე აქამდე ნანახ არც ერთ ქვას არ ჰგავს. ის პლანეტის მოწითალო-ყავისფერი ზედაპირის ფონზე ძალიან გამოირჩევა.

NASA აცხადებენ, რომ ეს შეიძლება მომავალი საინტერესო აღმოჩენების დასაწყისი იყოს.

ყველგანმავლის მიერ დაფიქსირებულ უცნაურ ქვას “ფრეიას ციხესიმაგრე” შეარქვეს.

როგორც NASA-ში განმარტავენ, “ფრეიას ციხესიმაგრის” სტრუქტურა განსხვავებულია იმ ადგილის სტრუქტურისგან, სადაც ის აღმოაჩინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იქ სხვა ადგილიდან მოხვდა.

დღის ამბები