25 სექტემბერი 2024,   13:21
ვრცლად
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს

თბილისში, დიდ დიღომში, კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთვის 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები