25 სექტემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ვასილ ჩიგოგიძე და არჩილ თალაკვაძე "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად ნატანებისა და შრომის მოსახლეობას შეხვდნენ

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში შეხვედრებს განაგრძობს. პარტია "ქართული ოცნების" გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ოზურგეთი მერთან და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ერთად, ნატანებისა და შრომის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრებზე "ქართული ოცნების" მიღწევებზე და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. "ქართული ოცნების" გურიის დელეგატმა, ვასილ ჩიგოგიძემ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამა, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

დღის ამბები