25 სექტემბერი 2024,   18:25
ვრცლად
ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძის მიმართ 2008 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შეიცვალა - 16 წლის შემდეგ ის უდანაშაულოდ ცნეს და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძის მიმართ 2008 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შეიცვალა - 16 წლის შემდეგ ის უდანაშაულოდ ცნეს და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

ბიზნესმენმა სამართლებრივ საკითებზე ადვოკატთან ერთად ისაუბრა - თქვა, რომ არა ერთი სხვა ბიზნესმენის მსგავსად ის შევიროვების მსხვერპლი იყო, აიძულეს ქონების გადაფორმება და ციხეში გამოგონილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩასვეს.

ხელახალი გამოძიების შედეგებით, დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

"ის ადამიანები, რომლებიც უშუალო ხელმძღვანელები იყვნენ ამ სოდ-ის, ამ ყაჩაღური დაჯგუფების, სოდ-ის მანქანის, ერეკლე კოდუას თამადობით, სამმართველოს უფროსები, რიგი თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობდნენ კონკრეტულად ჩემს სპეცოპერაციაში, ყველა თავის ფეხით მიბრძანდა პროკურატურაში და აღიარა მათი დანაშაული. სააპელაციო სასამართლომ, აგრეთვე პროკურატურამაც მცნო მე დაზარალებულად და ის სიბინძურე, ის 2008 წლის ძველი ტალახი დღეს მთლიანად ჩამომერეცხა,“ - აცხადებს ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე.

დღის ამბები