21 დეკემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება სოფელ ყანობამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზები. აღნიშნულ მონაკვეთზე პირველად იგება ასფალტი. უკვე დასრულდა 116 მეტრი გზის საყრდენი კედლისა და გაბიონის მოწყობის სამუშაოები.

საერთო ჯამში სოფელში გათვალისწინებულია სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. კეთდება წყლის სისტემაც.

 

დღის ამბები