27 სექტემბერი 2024,   20:22
ვრცლად
მსახიობი მეგი სმიტი გარდაიცვალა

ლეგენდარული მეგი სმიტი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას, სმიტის ახლობლებზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს

ორი ოსკარის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი დღეს, ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

"მას დარჩა ორი ვაჟი, 5 შვილიშვილი, რომლებიც განადგურებულები არიან არაჩვეულებრივი დედისა და ბებიის დაკარგვის გამო", - აღნიშნულია მსახიობის შვილების განცხადებაში.

მეგი სმიტის მიერ შესრულებულ გახმაურებულ როლებს შორისაა მინერვა მაკგონაგელი "ჰარი პოტერში". ამასთან, სმიტი ასრულებდა გრენთემის გრაფინიას როლს ფილმში "დაუნტონის სააბატო".

 

დღის ამბები