"კურიერის" ინფორმაციით, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების დროს, ერთი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა საბურთალოს ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს, სხეულის არეში, რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ადგილზე მალევე მოვიდა სასწრაფო-სამაშველო ბრიგადა, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება გაუწია. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საბურთალოს ქუჩაზე შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ჯგუფები მუშაობენ.
"რუსთავი 2" დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.