29 სექტემბერი 2024,   14:19
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ბათუმში, საბაგიროდან ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ბათუმში, საბაგიროდან ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. სცენარის მიხედვით, ბათუმის საბაგირო გზაზე ტექნიკური შეფერხება მოხდა და მგზავრების ევაკუაცია სამაშველო ბატუტის, დრონისა და შესაბამისი სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განახორციელეს.

სწავლების მიზანი, ტექნოლოგიური ავარიის დროს, საბაგიროდან მგზავრების ევაკუაციის დახვეწა იყო.

 

დღის ამბები