30 სექტემბერი 2024,   15:37
ვრცლად
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, ვპირდები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სიხარული კიდევ ბევრჯერ განვიცადოთ - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. ამასთან, მედიასთან, გამარჯვებაზე და მომავალ ბრძოლის დეტალებზე ისაუბრა.

"დახვედრა საოცრება იყო. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს ამ დახვედრისთვის, ამ სიყვარულისთვის. დიდი მოტივაციაა ეს ჩემთვის და ვპირდები ქართველ ხალხს, რომ ყველაფერს გავაკეთებ მომავალშიც, ეს სიხარული კიდევ ბევრჯერ განვიცადოთ.

როგორც ჩანს, უმარ ნურმაგომედოვი იქნება ჩემი შემდგომი მოწინააღმდეგე, ასევე, პიტერ იანი დაუპირისპირდება ფიგეროდოს, შეიძლება მათ შორის გამარჯვებულიც იყოს ჩემი შემდგომი მოწინააღმდეგე. არ ვიცი, ვიცი ვინ იქნება ჩემი შემდგომი მოწინააღმდეგე, მაგრამ მე მზადება უკვე დაწყებული მაქვს, არასდროს არ ამირჩევია მოწინააღმდეგე, ვისაც UFC მომცემს, მას დავუპირისპირდები, პრობლემა არაა," - აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.

ცნობისთვის, UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ ჩამოფრინდა, სადაც გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. შედეგად, დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ, 2024 წლის თებერვალში, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები