30 სექტემბერი 2024,   19:17
ვრცლად
თელავმა მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მეორმოცედ უმასპინძლა

თელავმა მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მეორმოცედ უმასპინძლა. საიუბილეო ფესტივალის დახურვის ცერემონია ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.

მსმენელის წინაშე წარდგნენ ელისო ვირსალაძე და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 21 სექტემბერს გაიხსნა. გაიმართა 6 კონცერტი, მოეწყო 14  მასტერკლასიც.

დღის ამბები