01 ოქტომბერი 2024,   01:20
ვრცლად
კანადელ კაცს ავტოფარეხში დაუპატიჟებელი "სტუმარი" დახვდა (ვიდეო)

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, კაცს საკუთარ ავტოფარეხში დაუპატიჟებელი "სტუმარი" - დათვი დახვდა.

"სტუმარ-მასპინძლის" უჩვეულო შეხვედრა უსაფრთხოების კამერებმა აღბეჭდა.

კადრებში ჩანს, რომ გარეული ცხოველი ალექს გოლდს რამდენჯერმე უახლოვდება. კაცი ცდილობს, მტაცებელი ტაშის დაკვრით შეაშინოს და, ნელ-ნელა, უკან იხევს.

საბოლოოდ, ის ავტომობილში ჯდება და სიგნალით ახერხებს დათვისა და ბელის შეშინებას - ცხოველებმა ტერიტორია დატოვეს.

 

დღის ამბები