16 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
მაკკეინის ინსტიტუტის დოკუმენტში ნახსენები "სამოქალაქო არეულობა" და ნიკა გვარამიას პარალელები "ვარდების რევოლუციასთან" - მმართველი გუნდი პროცესების ქუჩაში გადატანის მცდელობაზე საუბრობს

ნიკა გვარამიას პოსტსაარჩევნო სტრატეგიას მისი თანაპარტიელებიც იზიარებენ. პარტია "ახალის" დამფუძნებელმა და ყოფილმა პროკურორმა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ღიად თქვა, რომ მისთვის ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და საბოლოო გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს. გვარამიამ საკუთარი მოსაზრების დასადასტურებლად 2003 წლის ნოემბრის მაგალითიც მოიყვანა. თქვა ისიც, რომ არჩევნების შემდეგ პროცესებისთვის საერთაშორისო საზოგადოებაც ემზადება.

არჩევნების შემდეგ პროცესების ქუჩაში გადატანას არც ნიკა გვარამიას პოლიტიკური პარტნიორი ელენე ხოშტარია გამორიცხავს. ცესკოს უნდობლობის მიზეზად პოლიტიკოსი ინსტიტუტების მიკერძოებულობას ასახელებს, .

ოპოზიციის მხრიდან პროცესების ქუჩაში გადატანის სურვილზე საუბრობს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში დღეს მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიც გაიხსენეს. კანონმდებლების თქმით, გვარამიამ მოქმედება სწორედ მაკკეინის ცენტრის ინსტრუქციების მიხედვით დაიწყო, რაც სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ფონის მომზადებას გულისხმობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია დირექტივების მიხედვით მოქმედებს და არჩევნების შედეგების ნიველირებას მის ჩატარებამდე ცდილობს.

გვარამიას სტრატეგიას იზიარებს კოლეგების უმრავლესობაც. "ნაციონალური მოძრაობიდან" თემის შეფასება დღეს გუბაზ სანიკიძის შვილს და პარტიის ახალ სპიკერს ანდეს. ოპოზიციის შესაძლებლობებს კრიტიკულად უყურებს "გირჩი".

ოპონენტების მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯების დაანონსება არ უკვირთ "ქართულ ოცნებაში". მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გვარამიას სტრატეგია ლობისტებთან შეთანხმებული სცენარია, რომელიც ხელისუფლების შეცვლას რევოლუციური გზით გულისხმობს. თუმცა განმარტავენ, რომ სახელმწიფო ძალადობას არ დაუშვებს.

საპარლამენტო არჩევნებამდე 26 დღე რჩება. ოპოზიციის ნაწილი, არჩევნების შემდეგ, ვითარების გამწვავებას არ გამორიცხავს. ანალოგიური მოსაზრება აქვთ მაკკეინის ცენტრშიც. ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანალიზში ქუჩის სავარაუდო სცენარებზე დეტალურად არის საუბარი.

დღის ამბები