01 ოქტომბერი 2024,   03:34
ვრცლად
1-ელ ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ ოქტომბერს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ჩალისპირების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, პეტრიწის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძის, გოძიაშვილის, ემხვარის, ბერბუკის, კოსტავას, აფაქიძის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის, კვერნაძის, ტყვარჩელისა და ალმასიანის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III, IV კვარტლების, სამხედრო გზატკეცილის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, მაჭავარიანის, ახმეტელის, ბოხუას, გაბაშვილის, ბერძენიშვილის, ჯორჯ ბალანჩინისა და ტერევერკოს ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები