01 ოქტომბერი 2024,   01:17
ვრცლად
ტანზანიაში, 4 მამაკაცს, რომელმაც18 წლამდე გოგონა ჯგუფურად გააუპატიურა, სამუდამო პატიმრობა და მსხვერპლისთვის 370 დოლარის გადახდა მიესაჯა

ტანზანიის დედაქალაქის სასამართლომ, 18 წლამდე გოგონას ჯგუფურად გაუპატიურებისთვის, 4 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მსჯავრდადებულებს შორის ტანზანიის სახალხო თავდაცვის ძალების ჯარისკაცი და ციხის ოფიცერი არიან.

სამუდამო პატიმრობის გარდა, ოთხ მამაკაცს დაზარალებულისთვის 1 მილიონი შილინგის (370დოლარი) გადახდა დაევალა.

საქმეს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ჰყავს - პოლიციელი ქალი, რომელსაც ბრალი სექსუალური თავდასხმის შეკვეთაში ედება. მისი სასამართლო ოქტომბერში, ცალკე გაიმართება.

ჯგუფური გაუპატიურების ვიდეო ინტერნეტში აგვისტოში გავრცელდა. მაშინ პოლიციამ საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეეკავებინათ კადრების გავრცელების ხელშეწყობისგან.

წყარო: BBC

დღის ამბები