30 სექტემბერი 2024,   21:31
ვრცლად
შემოდგომის ფესტივალი კახეთში - "ჯაზი და ღვინო", უკვე მერვედ, წინანდლის ისტორიულ მამულში გაიმართება

შემოდგომის ფესტივალი კახეთში - "ჯაზი და ღვინო" უკვე მერვედ წინანდლის ისტორიულ მამულში გაიმართება. იტალიური კერძები, ქართული ღვინო და საერთაშორისოდ აღიარებული მუსიკოსები.

ურთიერთობების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მუსიკას წელს კოლუმბიელი და შვეიცარიელი ვირტუოზი მუსიკოსები შეასრულებენ. ჯაზისა და ღვინის ფესტივალზე შემსრულებლები უნიკალური პროექტით ჰარპ-ჰარპით წარდგებიან მსმენელის წინაშე.

იტალიური ჯგუფი THE SWEET LIFE SOCIETY-ის მუსიკის მოსმენასთან ერთად სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, იტალიელი მზარეულის მაურიციო სიცილიანოს მიერ მომზადებული კერძები ჯაზის ფონზე დააგემოვნონ.

დღის ბოლოს იტალიურ ჯგუფს, ფრანგული მუსიკალური ბენდი შეცვლის. "ელექტრო დე ლუქსს"- მუსიკისმცოდნეები - მუსიკის ელჩებსაც უწოდებენ. მათი შემოქმედება სოულის, ჰიპ-ჰოპისა და ერ ენდ ბის ელემენტერბს აერთიანებს. ჯგუფმა, სულ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

ფესტივალი, სადაც სტუმრების განწყობაზე, განსაკუთრებულად იზრუნებენ, ოფიციალურად 12 ოქტომბერს დაიწყება.

დღის ამბები