30 დეკემბერი 2024,   21:00
ვრცლად
ისრაელის საერთაშორისო მოკავშირეები თელ-ავივზე სარაკეტო იერიშს გმობენ

თელ-ავივზე სარაკეტო იერიში ისრაელის საერთაშორისო მოკავშირეებმა დაგმეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ისრაელს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სრული მხარდაჭერა. ჯო ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატების სამხედროების დახმარებით, ისრაელმა შეძლო ირანის შეტევის მოგერიება და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.

ანალოგიური განცხადება გააკეთა ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა და საპრეზიდენტო კანდიდატმაც. კამალა ჰარისის თქმით, ირანი "საშიში" და "დესტაბილიზაციის" ძალაა
ახლო აღმოსავლეთში და ის მხარს უჭერს ბაიდენის მიერ ამერიკელი სამხედროებისთვის გაცემულ ბრძანებას, ირანული რაკეტების ჩამოგდების თაობაზე.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერი. კირ სტარმერმა დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა.

სოციალურ ქსელში, ირანის ისრაელზე თავდასხმა დაგმეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. მიშელის თქმით, ომი არავის ინტერესში არ არის და ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს დეესკალაციას, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დასაცავად. ბორელმა ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები