02 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი, რაიონის ახალგაზრდებთან ერთად, ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი, რაიონის ახალგაზრდებთან ერთად, ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა, რადგან მისმა მონაწილეებმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან 12 წლის გასვლა ერთად აღნიშნეს, გაიხსენეს ის დღე, მისი შემდგომი მოვლენები და "ქართული ოცნების" მიღწევები.

აღინიშნა, რომ მმართველმა გუნდმა, სხვა სიკეთეებთან ერთად, საქართველოს მოუტანა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, დღეს კი რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე ინარჩუნებს მშვიდობას ქვეყანაში.

შეხვედრის მონაწილეებმა მიულოცეს ერთმანეთს და საზოგადოებას საზეიმო თარიღი და იმედი გამოთქვეს, რომ, მშვიდობის შენარჩუნების ფონზე, ქვეყნის წინსვლა და ევროინტეგრაცია ისევ გაგრძელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე და "ქართული ოცნების" სამგორის საარჩევნო შტაბის უფროსი კახა სამხარაძე.

დღის ამბები