03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელია Serie A-ის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელებს შორისაა ნომინირებული

ხვიჩა კვარაცხელია Serie A-ის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელებს შორისაა ნომინირებული

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის. MVP-ის გამოსავლენად Serie A-ის ვებ-გვერდი გამოკითხვას ატარებს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კვარაცხელიასთან ერთად ნომინირებული არიან: გლეისონ ბრემერი ("იუვენტუსი"), სანტიაგო კასტრო ("ბოლონია"), პატრიკ კუტრონე ("კომო"), ფედერიკო დიმარკო ("ინტერი") და კრისტიან პულიშიჩი ("მილანი").

ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხმის მისაცემად გადადით ლინკზე.

დღის ამბები