04 ოქტომბერი 2024,   11:30
ვრცლად
ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 15 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 15 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარის განცხადებით, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიუღებელია და აღნიშნავენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაკავებულების ბრალეულობას დაადასტურებს.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხო ქვეყნის 11 მოქალაქის 21 000-ს ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. ასევე, მათ თანხის გამოძალვის მიზნით, უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქის მიმართ მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, გამოძალვის და ძალადობის მუხლებით წარედგინათ, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები