05 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
მიხაელ შუმახერი, 10 წლის შემდეგ პირველად, საჯაროდ გამოჩნდა - ღონისძიებიდან ერთადერთი ფოტო ვრცელდება

ლეგენდარული ავტომრბოლელი მიხაელ შუმახერი, ბოლო 10 წელიწადში პირველად, საჯაროდ გამოჩნდა. 2013 წელს მან თავის ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო, რეაბილიტაცია კი რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა.

გერმანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "შუმი" საკუთარი ქალიშვილის, ჯინა-მარიას ქორწილს დაესწრო. ღონისძიება უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვით ჩატარდა - დამსწრე საზოგადოებას მობილური ტელეფონები ჩამოართვეს, რათა ადგილიდან ფოტო-ვიდეო მასალას არ გაეჟონა. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ შუმახერი, შესაძლოა, ღონისძიებას ესწრებოდა.

ერთადერთი ფოტო, რომელიც წვეულებიდან გავრცელდა, შუმახერის ქალიშვილმა "ინსტაგრამზე" თავად გამოაქვეყნა, სადაც მეუღლესთან ერთადაა აღბეჭდილი.

წყარო: beinsports

დღის ამბები