05 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
ათობით ევაკუირებული სოფელი ლიბანში და 220-ზე მეტი რაკეტა, რომელიც "რკინის გუმბათმა" გაანეიტრალა - ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაძაბულია. ისრაელი ჩრდილოეთ ლიბანში დარტყმებს განაგრძობს. ევაკუირებულია ათობით სოფელი. ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ბეირუთშიც.

ისრაელს "ჰეზბოლა" ათობით რაკეტით პასუხობს, რომელთა განეიტრალებასაც "რკინის გუმბათი" წარმატებით ახერხებს. ჩრდილოეთ ისრაელში სირენების ხმა ამ წუთებშიც ისმის. ისრაელის ცნობით, ლიბანმა 220-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.

ამ ფონზე, აშშ-ის მთავრობა ლიბანში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის 157 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს.

 

დღის ამბები