21 დეკემბერი 2024,   19:08
ვრცლად
გია ჭყონია: მშვიდობით და ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ ავაშენებთ უკეთეს სოფელს, ქალაქსა და ქვეყანას - "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ქობულეთში სოფლების: კონდითისა და ხუცუბნის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებზე დელეგატმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოისმინა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხები, ასევე დაიგეგმა სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები.

"მოსახლეობის აზრი მნიშვნელოვანია ჩვენთვის და აუცილებლად ვითვალისწინებთ შემდგომ საქმიანობაში. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. მშვიდობით და ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ ავაშენებთ უკეთეს სოფელს, ქალაქსა და ქვეყანას. ვაგრძელებთ შეხვედრებსა და მუშაობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,“- განაცხადა გია ჭყონიამ.

დღის ამბები