07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
ხარკოვის ოლქში, რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა

ხარკოვის ოლქში, რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა. ოკუპანტმა საავიაციო შეტევა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე განახორციელა. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

შეტევა იყო სუმის ოლქზეც. შედეგად, დაშავდა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - ბავშვი.

პარალელურად, ანექსირებულ ყირიმში უმსხვილესი ნავთობ-საცავი იწვის. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ადასტურებს. სამხედრო უწყების ცნობით, რუსულ ენერგეტიკულ ობიექტზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

დღის ამბები