21 დეკემბერი 2024,   15:50
ვრცლად
"ყოველწლიურად მოხდება პენსიის ინდექსაცია... ეკონომიკური ზრდაც მონაწილეობას მიიღებს პენსიის ზრდაში" - მიხეილ სარჯველაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე "დღის კურიერის" ეთერში პენსიების მომატებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ყველა წინასაარჩევნო დაპირებას პასუხისმგებლობით უდგება, შესაბამისად, მოქალაქეებისთვის პენსიის რეალისტურ დაპირებაზე საუბრობს.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ჯანდაცვის პროგრამების მეშვეობით, პენსიონერებს აქვთ შესაძლებლობა პენსია მთლიანად საკუთარ თავს მოახმარონ, რადგან მნიშვნელოვანი დანაზოგები კეთდება.

"ჩვენ არ გვაქვს არავითარი ფუფუნება, არავითარი უფლება, განსხვავებით ისეთი პოლიტიკური პარტიებისგან, ვინც წინასწარ იცით, რომ არც ბარიერის გადალახვის რესურსი აქვს და, მითუმეტეს არც ხელისუფლების ხელში აღების. მას შეუძლია, ნებისმიერი უპასუხისმგებლო განცხადებაც გააკეთოს. ჩვენ შემთხვევაში, ეს განსხვავებულია. ჩვენ, ბუნებრივია, პასუხისმგებლები ვართ თითოეულ იმ დაპირებასა და განცხადებაზე, რომელიც კეთდება. ამიტომ ჩვენი რეალისტური დაპირება გულისხმობდა კონკრეტულ ზრდას პენსიის მიმართულებით. ვიდრე კონკრეტულ რიცხვებს შევეხებოდე, უნდა აღვნიშნო, რომ, 2012 წელთან შედარებით, დღევანდელი ვითარება თვისობრივადაც შეფასებას საჭიროებს. მაგალითად, პენსიონერს, რომელსაც ესაჭიროება მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება, ეძლევა პენსიის სახით, იმავდროულად, მას ეძლევა უზარმაზარი ბენეფიტები, რომელსაც იძლევა საყოველთაო ჯანდაცვა, ან მედიკამენტების პროგრამა. ეს ფულად თანხაში რომ გამოვხატოთ, არის, პრაქტიკულად, ერთი იმდენი თანხა, რომელიც შეიძლება პენსიონერს ხმარდებოდეს.

დღეს არსებული მოდელის პრინციპების მიხედვით, პენსიონერს ეზოგება მედიკამენტებზე გასაწევი ხარჯები, მნიშვნელოვან დანაზოგებს აკეთებენ, იმიტომ, რომ არსებობს ქრონიკულ დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე სამკურნალო პროგრამა, რომლითაც უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტები. პენსიონერებს აქვთ შესაძლებლობა, თანხით მიცემული პენსია მთლიანად საკუთარ თავს მოახმარონ. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ეს იყოს მზარდი და მეტი. უბრალოდ, ეკონომიკა უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას. ამიტომ ჩვენი განცხადება იყო, რომ აუცილებლად შენარჩუნდება ის ტენდენცია, რასაც ჩვენ დავუდეთ საფუძველი, როდესაც კანონში ამ ხელისუფლებამ შეიტანა ცვლილება და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ინფლაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით, ყოველწლიურად მოხდება პენსიის ინდექსაცია.

გუშინ გაკეთდა განცხადება, რომ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით და, უკვე 2025 წლიდან, ნაცვლად ამ პრინციპით გასაზრდელი მოცულობისა, უფრო მეტი იქნება. ეკონომიკური ზრდაც მონაწილეობას მიიღებს პენსიის ზრდაში. ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, რომ ის, რაც დღეს არის შედარებით მოკრძალებული თანხა, შედარებით, რაც გაისად იქნება, ეს თანხები გაიზრდება და გახდება 350-450 [ლარი]," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

დღის ამბები