09 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, იოანე ზოსიმეს უნიკალურ ხელნაწერს საქართველოში 09:30 საათზე ჩამოიტანენ

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი სულ მალე საქართველოში იქნება. "კურიერის" ინფორმაციით, მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 09:30 საათზე ჩამოიტანენ. საუბარია V-VII საუკუნეებში არამეულად დაწერილ, ხოლო X საუკუნეში იოანე ზოსიმეს მიერ ხუცური ანბანით გადაწერილ პალიმფსესტზე, რომელიც სახარების ფრაგმენტებს მოიცავს. ის 4 თვის წინ, ლონდონში, "კრისტის" აუქციონზე, ბიძინა ივანიშვილმა მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა და საჩუქრად ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს გადასცა.

ხელნაწერში, რომლის თავდაპირველი ვერსიაც ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზეა შესრულებული, ქრისტეს ენა ქართულს ერწყმის. წიგნი სინას მთის კოლექციას ეკუთვნის, სადაც ქართველი მწიგნობარი, იოანე ზოსიმე წლების განმავლობაში მოღვაწეობდა.

ორენოვან ხელნაწერს, სახარებისეული ტექსტების შესწავლისა და სამეცნიერო-ლიტერატურული თვალსაზრისით, უნიკალური მნიშვნელობა აქვს.

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოს აქამდე არასდროს ჰქონია.

დღის ამბები