09 ოქტომბერი 2024,   11:20
ვრცლად
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დევნილთა განსახლების ობიექტებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დევნილთა განსახლების ობიექტებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს.

ისინი, ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, საერთო საცხოვრებელში იმყოფებოდნენ; გაეცნენ იძულებით გადაადგილებული პირების საჭიროებებს; ისაუბრეს მიმდინარე პროექტებზე.

აფხაზეთის მთავრობის წევრების თქმით, მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან, ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

დღის ამბები