09 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
საქართველო - ლატვია - ქუთაისში, ნაკრებების ვეტერანთა ამხანაგური მატჩი გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 18 ოქტომბერს, ქუთაისში საქართველოსა და ლატვიის ნაკრები გუნდების ლეგენდარული ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი გაიმართება.

შეხვედრას, რომელშიც ქართველი და ლატვიელი ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას, "შენგელია არენა" 21:00 საათზე უმასპინძლებს.

საქართველოს ვეტერანთა ნაკრების შემდგენლობა: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ირაკლი ზოიძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე, ზურაბ იონანიძე, ვასილ გიგიაძე, მამუკა მაჭავარიანი, გიორგი ჩიხრაძე.

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

ლატვიის ვეტერანთა ნაკრების შემადგენლობა: ალეკსანდრს კოლინკი, მიჰაილს ზემლინსკისი, ოლეგს ბლაგონადეჟდინს, ალეკსანდრს ისაკოვსი, იგორს კორაბლოვსი, ანტონს იემელინსი, ედგარს გაურაჩსი, ვიტალის ასტაფიევსი, ალექსანდს ცაუნია, მარის ვერპაკოვსკისი, ანდრეის პროჰორენკოვსი, მიჰაილს მიჰოლაპსი, ალექსანდრს იელისეიევსი.

მთავარი მწვრთნელი: ალეკსანდრს სტარკოვსი.

დღის ამბები