10 ოქტომბერი 2024,   11:01
ვრცლად
საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ჯორჯ ბალდოკმა ბოლოს ნაკრების შემადგენლობაში თბილისში გამართულ მატჩში ითამაშა

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი, ჯორჯ ბალდოკი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, "პანათინაიკოსის" მარჯვენა მცველი საკუთარი სახლის აუზში გარდაცვლილი იპოვეს. ბოლდოკის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ჯორჯ ბალდოკის საბერძნეთის ნაკრებში 12 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა 26 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური მატჩი თბილისში ითამაშა. საქართველოს ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში ბალდოკი ძირითად შემადგენლობაში იყო.

ბალდოკმა კარიერის უდიდესი ნაწილი ინგლისში გაატარა. მიმდინარე წლის 29 მაისს კი "პანათინაიკოსთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

დღის ამბები